ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1985 წელს დაბადებული ნ.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებული ნ.ა. თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძარცვის, ქურდობის და მუქარით ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.