ნიკა გვარამია გათიშულ მდგომარეობაში დააკავეს

პოლიციამ ნიკა გვარამია ძალის გამოყენებით დააკავა და მანქანით გათიშულ მდგომარეობაში გადაიყვანა.

დღეს შსს ერთდროულად რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში ჩხრეკით შევიდა.

ნიკა გვარამია პოლიციისგან პარტია დროას ოფისში შეშვებას და ჩხრეკის დროს დასწრებას მოითხოვდა, როგორც იურისტი, რაზეც უარი უთხრეს. გვარამია პოლიციელებისგან იურიდიულ დასაბუთებას მოითხოვდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურად გადაიზარდა.

შსს-ს წარმომადგენლებმა გვარამია ძირს დააგდეს და ხელში აყვანილი ქუჩაში გაატარეს