სასამართლომ ნიკა გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ნიკა გვარამია 12 დღით პატიმრობაში გაუშვა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი "დროას" ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.