თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
პროკურატურამ დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც დაკავებული მსახიობის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბრალს არ აღიარებს. მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გუშინ დააკავეს. იქამდე მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.