ავლაბარში არასრუწლოვნებმა მაღაზია დააყაჩაღეს - წაღებულია ფული

არასრულწლოვნებმა მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა ავლაბარში, სამების ტაძრის სიახლოვეს დღეს გამთენიისას მოხდა. მოზარდებმა მიისაკუთრეს როგორც მაღაზია "ნიკორას" გამომუშავებული ფული, ისე მენეჯერის ჩანთაში არსებული თანხა. ყაჩაღობაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.

ირკვევა, რომ არასწრულოვნები მაღაზიის თანამშრომლებს ბოთლის ჩარტყმით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

მაღაზიის ითანამშრომლები იხსენებენ, რომ თავდაპირველად ორი მოზარდი შევიდა, რომელიც მაღაზიაში საეჭვოდ გადაადგილდებოდა. მას შემდეგ, რაც მაღაზიის თანამშრომლებმა მათ შენიშვნა მისცეს, მესამე არასწრულწლოვანი მენეჯერის ოთახში შეიპარა, საიდანაც თანხა მოიპარა. როდესაც იქ მომუშავეებმა 112-ში დარეკეს, მოზარდები უკვე მუქარასა და ძალადობაზე გადავიდნენ. 

საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო