ბექა ყორშია სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა

საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ბექა ყორშია სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა.

ჟურნალისტის თქმით, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და  სამართალდამცველებმა დაკავებისთანავე იცოდნენ მისი ვინაობა. მისი განმარტებით, მასზე სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს.

უწყება "მთავარი არხის" ჟურნალისტს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.