უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის მკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს - დაკავებულია 2 პირი

პო­ლი­ცი­ამ ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ცხელ კვალ­ზე გახ­სნა, და­კა­ვე­ბუ­ლია 2 პირი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

  • კერ­ძოდ, საქ­მე ეხე­ბა ბა­თუმ­ში უცხო ქვეყ­ნის 4 მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბას. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბიც ასე­ვე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან.

"ში­ნა­გან საქ­მე სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ი­სა და შიდა ქარ­თლი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით უცხო ქვეყ­ნის ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ჯ და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ. თ.

და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 7 დე­კემ­ბერს, ბა­თუმ­ში, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს უცხო ქვეყ­ნის ოთხ მო­ქა­ლა­ქეს: 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.თ., -ს, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.დ. -ს , 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჩ.ჩ -ს და 2005 წელს და­ბა­დე­ბულ ა.ს. - ს., რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, სამი პირი ად­გილ­ზე, ხოლო ერთ-ერთი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლის შიდა ქარ­თლის მო­ნაკ­ვეთ­ზე, ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას შე­ა­ჩე­რეს და ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს სამი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ვაზ­ნე­ბი და მჭი­დი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.