ექიმ გიორგი ახობაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ექიმ გიორგი ახობაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახობაძე რამდენიმე დღის წინ, თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას ძალადობრივად დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე 260- მუხლით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო. ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.