ბოლნის-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 58
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბოლნის-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ადგილობრივმა მკვიდრმა ხუთ კუბურ მეტრამდე რცხილის სახეობის პირველი ხარისხის მორი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებულმა ვიდეოხაფანგმა დააფიქსირა, რასაც სატყეო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა.
„ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებას. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია დმანისის „საქმიან ეზოში“.
ხე-ტყის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ ბრძოლა ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. ფაქტების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დამატებით შეიძინა შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყეში განთავსებულია 750 ფოტოხაფანგი. ტყეზე კონტროლის გაძლიერების მიზნით მონიტორინგი დრონებისა და სამხრე კამერების საშუალებითაც ხორციელდება“, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფომაციაში.
No article in the selected categories
