შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კამპანიას - „პროფესია პოლიციელი“ განაგრძობს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 111
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს კამპანიას „პროფესია პოლიციელი“, რომლის ფარგლებშიც, ონის, უწერისა და ღების საჯარო სკოლების მოსწავლეები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს, ონის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ესტუმრნენ.
ონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების წარმომადგენლებმა, მოზარდებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურის, ძირითადი საქმიანობის, ფუნქციური მიმართულებებისა და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში უწყების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გარდა ამისა, მათ სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მექანიზმები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოფენა დაათვალიერეს და მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ აქტივობებში.
ინფორმაციას შინაგან საქმეტა სამინისტრო ავრცელებს.
No article in the selected categories
