შსს-მ ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

თბილისში, ვაკის კორტებთან ახლოს დღეს მომხდარი მკვლელობა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ვაკეში დღეს, 17:30 საათზე მომხდარი მკვლელობა პოლიციამ უმოკლეს ვადაში გახსნა და მკვლელი აბაშაში დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.