ნოემბერში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 648 პირის მიმართ დაიწყო

2025 წლის ნოემბერში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 648 პირის მიმართ, აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 145 პირის მიერ, რაც დევნა დაწყებული პირების 5.5%-ს შეადგენს.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 842 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში იყო 320, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში 32 შემთხვევა.

2025 წლის ნოემბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით, ასე გადანაწილდა: ქურდობა – 314 შემთხვევა; მუქარა – 207; ოჯახური ძალადობა – 168; ძალადობა – 158; გაუპატიურება – ექვსი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ხუთი; თაღლითობა – 89; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან შენახვა – 786 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 28; ყალბი დოკუმენტების დამზადება კი 164 შემთხვევა.