თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა

თბილისში, დოლიძის ქუჩის კუთხეში ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.