ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 2 ადამიანი დაჭრეს - ერთი დაიღუპა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში დაუდასტურეს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მიყენებული ჭრილობის შედეგად განძაში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. 

ორივე შემთხვევაზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებულები არიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.