შეიარაღებული თავდასხმა სვანეთში - მომხდართან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ პოლიცია რუსეთის მოქალაქეს, ვიქტორ სოლოვიოვს ეძებს.
გატაცებული კაცის ვინაობა ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე გავრცელდა.
ამავე ინტერვიუში ვიქტორ სოლოვიოვის თანმხლები ქალი, დეტალურად ჰყვება, რა მოხდა მესტიაში.
ქალი ადასტურებს, რომ თეთნულდისკენ მიმავალ გზაზე ნიღბიანებმა ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი სცემეს. რუსეთის მოქალაქე ირწმუნება, რომ თავდამსხმელები სიცოცხლის მოსპობით მასაც ემუქრებოდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს.
ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ თავდამსხმელებმა მანქანაში მარტო დატოვეს, კაცი კი გაიტაცეს.
ვიქტორ სოლოვიოვის კვალზე გასვლას ქართული პოლიცია უკვე 17 საათია ვერ ახერხებს. დაკარგული მამაკაცის მეუღლის თქმით, იყო ორი გასროლა.