ლაგოდეხში 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ცნობით მამაკაცი მოკლულია. ის მესაფლავედ მუშაობდა და რამდენიმე თვის წინ მოსახლეობის ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა. კონფლიქტის შემდეგ კაცი გაუჩინარდა, ხოლო მისი ოჯახი დაკარგულს ეძებდა. რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი მისი ცხედარი.