საბურთალოზე კაცი დაჭრეს - დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე დაჭრილი პირი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილია.

ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.