სისხლიანი გარჩევა თბილისში - ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. "პირველების" ინფორმაციით, მას მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
თვითმხილველები "პირველებს" უყვებიან, რომ ყველაფერი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, ახალგაზრდა მეტროში ჩადიოდა, როცა მან იქვე მყოფ მამაკაცებს შენიშვნა მისცა, რა დროსაც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე პირი თავს დაესხა.
გარემოვაჭრეების ცნობით, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ, ამბობენ, რომ დაჭრილს პირველადი დახმარება სხვა გამოძახებაზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმმა აღმოუჩინა, შემდეგ კი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
წიგნები უნდა ჩამომენატა, კიბეებზე ჩამოვედი, ბიჭი ჩაკეცილი დამხვდა. დანა ჩაარტყესო. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული"- აცხადებს კიდევ ერთი თვითმხილველი.
უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და გავიდა თუ არა გომელაურის სამსახური დამნაშავეების კვალზე. შსს მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ ავრცელებს.
ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.