აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი განახლდა

აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი განახლდა.

მანამდე კი სასამართლოში სახაზინო ადვოკატები გამოიძახეს, რომლებიც სასამართლოს დერეფნებში ისხდნენ და დაკავებულების საქმეებს სწავლობდნენ. 

პროცესში სახაზინო ადვოკატების ჩართვა პროტესტის ნიშნად დაკავებულებისა და მათი ადვოკატების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ 4 დაკავებული - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი ქართული ენის არ მცოდნეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვოკატის გარეშე მათ საქმეზე მსჯელობა ფიზიკურად ვერ დაიწყებოდა.