ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 დეკემბრის აქციაზე დაკავებულების პროცესი იწყება

ყურადღების ცენტრში ბათუმი დღესაც იქნება. საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე გზის გადაკეტვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების საქმეეების განხილვას იწყებს. საუბარია 16 დეკემბრის აქციაზე, სადაც 12 ადამიანი დააკავეს. ბათუმის პოლიცია ამტკიცებდა, რომ ძლიერი წვიმის დროს დემონსტრანტების მიერ გამსახურდიას ქუჩის ბლოკირება უკანონო იყო.

პროცესი სასამართლოში წუთი წუთზე დაიწყება. 12-ვე დაკავებულის პროცესს სწორედ ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს. მოქალაქეების ნაწილი სასამართლოსთან უკვე შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალებიც.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე სწორედ კლანის მორჩილ მოსამართლედ ითვლება. ჯერ არცერთ პროცესზე აღნიშნულ მოსამართლეს დაკავებულების სასარგებლო გადაწყვეტილება არ გამოუტანია. 

დღევანდელ პროცესზე განიხილება "ძლიერი საქართველოს" წევრი, ვაჟა დარჩიას საქმეც. სწორედ მის გადმოყვანას ელოდებიან ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მან საკუთარი უფლებები უნდა დაიცვას. 

მოქალაქეები, ვისი საქმეებიც დღეს უნდა განიხილონ, ამბობენ, რომ ივანიშვილის სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინი ვერ ექნებათ.

მოლოდინი ბიძინა ივანიშვილის სასამართლოსგან და მისი მოსამართლეებისგან, ცხადია, ვერ გვექნება კარგი, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს ან დაგვაჯარიმებენ, ან გაგვიშვებენ პატიმრობაში, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, ისინი ვერ გაბედავენ, შეწინააღმდეგონ ამ სისტემას. სისტემა, რომელიც ადამიანებს უმოწყალოდ უსწორდება, სისტემა, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს პატიმრობაში ტოვებს და ჩემი სოლიდაროიბა ყველა პატიმარს, აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ ისინი, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

მოქალაქეების ნაწილი ასევე ამბობს, რომ პროცესი ისე ჩაინიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

რა ადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ცნობილი ცოტა ხანში გახდება.