ამოღებულია: 75 შეკვრა "მეთადონი", "გამომშრალი მარიხუანა" და "მცენარე კანაფი" - შსს-მ 3 პირი დააკავა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 54
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ბრალდებით შსს-მ 3 პირი დააკავა.
დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: 75 შეკვრა "მეთადონი", "გამომშრალი მარიხუანა" და "მცენარე კანაფი".
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოშეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველიმცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ბრალდებით, 3 პირი: 1992 წელს დაბადებული დ.მ. დააზერბაიჯანის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული რ.ჰ. და 1991 წელს დაბადებული ჰ.დ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი დასაცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახისნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: სარეალიზაციოდ გამზადებული75 შეკვრა „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირომასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმამუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში.
No article in the selected categories
