ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დროს მომხდარი თაღლითობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 31
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი: 2004 წელს დაბადებული ი.გ., 2002 წელს დაბადებული რ.მ., 2004 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულსა და თბილისში მდებარე სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სხვადასხვა დროს მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48 845 ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა ყალბი ოქროს ნაკეთობები ნივთმტკიცებად ამოიღეს და ოთხივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
