პოლიციამ თბილისში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 32
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს, 1986 წელს დაბადებულ კ.ნ.-ს.
„დაჭრილი კ.ნ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
No article in the selected categories
