პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 52
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავეს.
დაკავებული ბ.ე. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების იძულებით აღკვეთის, მუქარა- თაღლითობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ბ.ე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს
No article in the selected categories
