ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფიგურანტს, სანდრო წივწივაძე 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 64
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სანდრო წივწივაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
სანდრო წივწივაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 370-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
No article in the selected categories
