ბათუმში, ე.წ. გოროდოკის უბანში, შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, იგი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.