პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე პოლიციის შენობაში მანქანით შევარდა

ბელარუსის ლიდერმა და რუსეთის მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკომ ორშაბათს კიდევ უფრო გაიახანგრძლივა თავისი 31-წლიანი მმართველობა მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. დასავლეთის მთავრობებმა არჩევნები „ფარსად“ შეაფასეს.

ლუკაშენკომ წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმების 86.8% მიიღო.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, ბელარუსში დამოუკიდებელი მედია აკრძალულია, ხოლო ყველა წამყვანი ოპოზიციური ფიგურა დაპატიმრებულია ან იძულებით ქვეყნიდან გაქცეულია.

„ბელარუსის ხალხს არჩევანი არ ჰქონია. ეს მძიმე დღეა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავისუფლებასა და დემოკრატიას ესწრაფვის,“ დაწერა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა სოციალურ ქსელში X.

გადასახლებაში მყოფმა ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ დასავლური სანქციების გაფართოებისკენ მოუწოდა იმ ბელარუსული კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც ლუკაშენკოს ოპონენტების რეპრესიებში და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებაში არიან ჩართული.

„სანამ ბელარუსი ლუკაშენკოსა და პუტინის კონტროლქვეშაა, რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მუდმივი საფრთხე ემუქრება,“ განაცხადა ციხანოვსკაიამ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა კაია კალასმა და გაფართოების კომისარმა მარტა კოსმა ერთობლივ განცხადებაში განაცხადეს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს „რეჟიმის წინააღმდეგ მიზნობრივი და შემზღუდველი ზომების“ გატარებას, ხოლო მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას და გადასახლებაში მყოფ ოპოზიციას.

დაპატიმრებული ოპონენტების შესახებ ლუკაშენკომ კვირას განაცხადა, რომ მათ „თავად აირჩიეს“ თავიანთი ბედი. მან უარყო, რომ „ექსტრემისტულ“ აქტივობაში ბრალდებული 250-ზე მეტი პირის გათავისუფლება დასავლეთის მიმართ იზოლაციის შესამსუბუქებლად განზრახული ნაბიჯი იყო.

„დასავლეთი არ მაინტერესებს,“ განაცხადა მან კონფერენციაზე, რომელიც ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. “ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დასავლეთთან ურთიერთობაზე. ყოველთვის მზად ვიყავით. მაგრამ თქვენ არ გინდათ ეს. მაშ, რას უნდა ვაკეთებდეთ? დავიხაროთ თქვენს წინაშე თუ მუხლებზე დავეცეთ?”.

ლუკაშენკო უკრაინაში ომმა კიდევ უფრო მეტად დააკავშირა პუტინს. მოსკოვი უკრაინაში ნაწილობრივ ბელარუსის ტერიტორიიდან შეიჭრა. პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღიც განათავსა.

ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი „ვიასნა“, რომელიც ბელარუსში „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, აცხადებს, რომ ქვეყანაში დაახლოებით 1,250 პოლიტიკური პატიმარია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კვირას განაცხადა, რომ ბელარუსმა „ცალმხრივად გაათავისუფლა უდანაშაულო ამერიკელი“, ანასტასია ნუჰფერი. მას ამ საქმეზე დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია, რადგან ის მანამდე საჯაროდ არ განხილულა.პოლონეთში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი პოლიციის განყოფილებაში შევარდა.

პოლიციამ 45 წლის საქართველოს მოქალაქე შემთხვევის ადგილზე დააკავა.

ქართველმა კაცმა ავტომობილით რამდენჯერმე სცადა, შეემტვრია განყოფილების შესასვლელი მინის კარი, რომელიც ვიზიტორებისთვის არის განკუთვნილი.

შემთხვევის დროს შენობაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც დროულად მოახერხა უსაფრთხო ადგილზე გადასვლა.