ახალციხეში "სმარტის" შენობაში აფეთქება მოხდა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ,,სმარტის" შენობაში, მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, დაზიანებულია შენობის უკანა ნაწილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

თვითმხილველების თქმით, შენობაში 'სმარტის' ერთი თანამშრომელი იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ვესაუბრე, კარგად არის უბრალოდ გასასვლელია ჩამონგრეული და ჯერჯერობით გარეთ ვერ გამოდის“,– გვითხრა ,,სმარტის' თანამშრომელმა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობებში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. 

ახალციხეში, „სმარტის“ შენობიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.