ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ქარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა მოტოციკლით გადადგილდებოდა, რა დროსაც ბოძს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.