საქალაქო სასამართლომ ბლოგერი და სამხედრო ექსპერტი უჩა აბაშიძე და მის მეუღლე მარიამ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა აბაშიძეს თავისუფლების აღკვეთა ხუთი, მის მეუღლეს კი, ოთხი წლის ვადით შეეფარდათ.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერი უჩა აბაშიძე 2024 წლის 9 მაისს დააკავა. ასევე, შსს-მ დააკავა უჩა აბაშიძის მეუღლე მარიამ იაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, უჩა აბაშიძემ, მეუღლესთან ერთად, განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა; გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას.