მძიმე ავარია მარნეული-თბილისის მაგისტრალზე - არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-თბილისის მაგისტრალზე მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს „ნისანის“ და „ფორდის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. 

ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი.