სასამართლომ აქტივისტი, ისაკო დევიძე 3 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
პოლიციამ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე პირველ თებერვალს ადმინისტრაციული წესით დააკავა. დაკავების დროს საპოლიციო ძალები დევიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც მოგვიანებით დევიძის დედამ თქვა, სახლიდან გაუჩინარდა ოპერაციისთვის გადადებული ფულიც.