2024 წლის განმავლობაში საქართველოში ძალადობის მსხვერპლი 7855 ადამიანი გახდა, მათ შორის 520 არასრულწლოვანია

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლებისა და დანაშაულების სტატისტიკის მიხედვით. 2024 წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი 7855 ადამიანი გახდა, მათ შორის 6 634 ქალი და 1 221 კაცი. მოძალადე 7 488 ადამიანიდან  1 212 ქალი და 6 276 კაცია.

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, ძალადობის 7 855 მსხვერპლიდან 520 არასრულწლოვანია 1 158 კი 60 წელზე მეტი ასაკის. მოძალადეებს შორის 40 არასრულწლოვანია 647 კი 60+ ასაკის.

მოძალადეებს შორის ყველაზე მეტი 25-44 ასაკის მამაკაცია. მსხვერპლს შორის კი  უმრავლესობა იგივე ასაკის ქალია.