იტალიის კროტონეს სახელმწიფო პოლიციამ ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დააკავეს ცხრა ადამიანი. დაკავებულები ბრალდებულნი არიან ქართველი მოქალაქეების შრომითი ექსპლუატაციისთვის ორგანიზებული სქემის მართვაში.
stranieriinitalia.it-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის შვიდი ქართველი და ორი იტალიელია. ოთხი ადამიანი გადაყვანილია ციხეში, ხოლო ხუთს შინაპატიმრობა შეეფარდა. გამოძიებამ გამოავლინა კრიმინალური სქემა, რომელიც ქართველი მუშახელის რეკრუტირებას, მათი იტალიაში არალეგალურ შეყვანასა და მძიმე პირობებში შრომის იძულებას ემსახურებოდა.
,,კატანძაროს მაფიის” წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და კროტონეს პოლიცია აგრძელებენ კრიმინალური ქსელების იდენტიფიცირებას, რათა დააკავონ დანარჩენი დამნაშავეები და უზრუნველყონ მსხვერპლთა დაცვა.