ბუკა პეტრიაშვილი მოსამართლემ 5 ათასი ლარით დააჯარიმა - ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლებაც

ალქესი პეტრიაშვილი 5 ათასი ლარით დააჯარიმდა, 3 წლით ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლებაც. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ ქართველ დიპლომატს ბრალდება ანტირუსულ აქციებზე გზის გადაკეტვას ედავებოდა. თავად პეტრიაშილი კი თვლის, რომ ბრალდება აბსურდულია და ისიც, სხვა ბრალდებულების მსგავსად, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.