ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილების წინ ერთი პირი დაჭრეს. ინფორმაციას "აჭარათაიმსი" ავრცელებს. სავარაუდოდ დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა, რადგან არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა სროლის ხმაც გაიგეს.
დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236 (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით არის დაწყებული.