გაბიტაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს - თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

ლაშა  გაბიტაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე კი კრიმინალური პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ისინი ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერს ამოიღებენ, რომელმაც მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტი დააფიქსირა. როგორც ადგილზე არსებულ მაღაზიებში ამბობენ, ყველა კამერა მუშაობს. გამოძიება ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაიწყო. 

ლაშა გაბიტაშვილს საკუთარ სახლთან სამი ნიღბიანი პირი დღეს დილით დაესხა თავს. მომხდარი სავარაუდოდ აბუ დაბის ინციდენტის გაგრძელებაა.