2025 წელი მკვლელობის სერიებით დაიწყო. პირველი სასტიკი მკვლელობა იანვარში მოხდა, 26 წლის ახალგაზრდა საკუთარმა მეგობარმა სასტიკად მოკლა.
ლევან ჯანგულაშვილს 23 წლის ბიჭმა ჯერ ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო და გვამს ცეცხლი წაუკიდა.
შემზარავი დანაშაული ვაშლიჯვრის დასახლებაში მოხდა. საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე სასტიკი მკვლელობა 9 თებერვალს მოხდა, თბილისში - 37 წლის ავთო ჯოხაძე საკუთარი სახლში იარაღით ჩაცხრილეს. დამნაშავემ კაცს თავში ჯერ კონდახი ურტყა გონების დაკარგვამდე, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩაცხრილა. ირკვევა, რომ თავდამსხმელი 37 წლის კაცის სახლში დღის 18:00 საათზე ისე შეიპარა, რომ ის ვერავინ შენიშნა. ჯერ ძაღლი იარაღით გაანეიტრალა, შემდეგ კი ნათელმირონს 10-ჯერ ესროლა და გაიქცა.
“ძაღლი ვნახე, დარბოდა, გზაჯვერედინზე იდგა და ადამიანივით კიოდა. თქვეს იარაღიდან რამდენიმე გასროლა იყო. მე მიკვირს. გინდაც , აქ, მაღაზიები რომაა, გასროლის ხმა როგორ ვერ გაიგეს“ - ამბობს ადგილობრივი. გააგრძელეთ კითხვა