გარდაიცვალა ახალშობილი, რომელსაც დედამ მძიმე დაზიანებები მიაყენა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 72
გარდაიცვალა ახალშობილი, რომელსაც დედამ მძიმე დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა "მედინა" ავრცელებს.
კლინიკის განცხადებით, ჩვილის გადარჩენისთვის ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად იბრძოდნენ, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 22 თებერვალს, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა.
კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი კლინიკის, ისე მოწვეული მრავალპროფილური სპეციალისტები. პაციენტს ჩაუტარდა არაერთი გადაუდებელი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო ჩარევა, თუმცა მისი მდგომარეობა თავიდანვე იყო უკიდურესად მძიმე.
ამ მძიმე პერიოდში ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო და რჩება პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.
ვიზიარებთ მომხდარით გამოწვეულ ღრმა ტკივილს და თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრაგედია მძიმე დანაკარგია.
მედიის წარმომადგენლებისთვის კლინიკაში ოფიციალური კომენტარი გაკეთდება 12:00 საათზე." - ნათქვამია კლინიკა მედინას განცხადებაში.
შემთხვევა ბათუმში 2026 წლის 23 თებერვალს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, კლინიკის თანამშრომელმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს სხეულის სხვადასხვა ნაწილში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა.
ბავშვის დედა სამართალდამცველებმა დააკავეს. მას ბრალად ედება ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 19.112-ე მუხლით არის გათვალისწინებული.
No article in the selected categories
