ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. საგამოძიებო მოქმედებები ქალაქის ცენტრში ამ წუთებში მიმდინარეობს, პერიმეტრი კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

არასრულწლოვანი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.