სროლა ვაზისუბანში - დაშავებულია ერთი პირი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 144
თბილისში, ვაზისუბანში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენჯერმე გაისროლეს. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.
No article in the selected categories
