“მიწევს ალბი კორძაიას სასამართლოში ვუჩივლო” - ლუკა ჭოხონელიძეს გოგოს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 71
"მიწევს ალბი კორძაიას სასამართლოში ვუჩივლო. ეს არჩევანი იძულებითია, მაგრამ არის თემები რომლებიც სამართლებრივად უნდა გაირკვეს” - ამის შესახებ, მოძრაობა "ნაბიჯის" დამფუძნებელი, ლუკა ჭოხონელიძე წერს და ალბი კორძაიას განცხადებას ეხმაურება.
“ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ეს გადაწყვეტილება შემაცვლევინოს ალბის მხრიდან ცილისმწამებლური ბრალდების უარყოფაა.
ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ. არაფერში მჭირდება.
არ მწყინს ვინც სიტუაციის გარკვევამდე ეს საშინელება დაიჯერა, თუმცა მადლობა ყველას, ვინც მიცნობს და აზრადაც არ გაუვლია ამ საძაგლობის დაჯერება"
შეგახსენებთ, ალბი კორძაიამ დაწერა, რომ ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
No article in the selected categories
