სამართალდამცველებმა ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 106
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს უწყებაში დაუდასტურეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ლაზარე გრიგორიადისი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც მუქარას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გრიგორიადისი ბარის ერთ-ერთ თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს 2024 წლის 12 აპრილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, რის საფუძველზეც მან 2024 წლის 24 აპრილს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
No article in the selected categories
