ყაზახეთის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის დააკავეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 122
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1982 წელს დაბადებული ი.ჩ. ფოთში, საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულის სამგზავრო ჩანთის შემოწმებისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
No article in the selected categories
