საინგილოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

2 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში ინგილო ქართველი სკოლის მოსწავლე დანით დაჭრეს.

დამნაშავეც და დაზარალებულიც ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში მცხოვრები ინგილო ქართველები, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებიარიან.

2 აპრილს, საღამოს 2008 წელს დაბადებული ნ.ზ.-ს 2009 წელს დაბადებულ კ. ქ-სთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც ნ.ზ.-მ დანით დაჭრა კ.ქ. დაშავებული მოზარდი ქალაქ ზაქათალის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ზაქათალის რაიონის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

 

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი