ხაშურში შუახნის მამაკაცი მოკლეს

ხაშურში, სოფელ ზემო ოსიაურში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით მოკლულია შუახნის მამაკაცი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.