სასამართლომ ნიკა გვარამიას რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა.

ასევე, ნიკა გვარამიას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დასკვნით სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.