იუსტიციის სახლთან სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა - დაიღუპა ერთი ადამიანი

თბილისში, იუსტიციის სახლთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა, შედეგად მძღოლი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.