აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა ამჯერად იანვრამდე გადადო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 63
აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა ამჯერად 2026 წლის 1 იანვრამდე გადაავადა. სახელმწიფო სააგენტო Azertac-ის ინფორმაციით, COVID-19-ის გავრცელებისა და შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი იანვრამდე გახანგრძლივდა.
განკარგულებას ხელი ქვეყნის პრემიერმა ალი ასადოვმა მოაწერა. აღსანიშნავია, რომ ეს რეჟიმი ქვეყანაში 2020 წლის გაზაფხულიდან მოქმედებს და ბოლო გადავადებით მეზობელ ქვეყნებთან მათ შორის, საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი 2025 წლის ოქტომბერში უნდა გახსნილიყო. ამ დროისთვის სახმელეთო საზღვრის კვეთა საქართველოდან, რუსეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებისთვის არის დაშვებული. ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრის მიუხედავად, საჰაერო მიმოსვლა აზერბაიჯან-საქართველოს შორის ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

No article in the selected categories