აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ახლო აღმოსავლეთში მარადიული მშვიდობა დამყარდა.
„მადლობა ყველა ქვეყანას, რომელმაც წვლილი შეიტანა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში.
გუშინ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ახლო აღმოსავლეთში, რაზეც ხალხი ამბობდა, რომ არასდროს მოხდებოდა. ჩვენ დავასრულეთ ომი ღაზაში და უფრო ფართო თვალსაზრისით, ჩვენ დავამყარეთ, ვიმედოვნებ, მარადიული მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ უზრუნველვყავით მძევლების გათავისუფლება და მათ ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებენ. მათი დაბრუნება რთული პროცესი იყო. ჩვენ წავალთ ეგვიპტეში, სადაც გვექნება ოფიციალური ხელმოწერა“, – განაცხადა ტრამპმა.